logo
ENG



ოცნების პარტაქტივმა პროევროპული აქციის კამპანიის ჩაშლა თელავშიც სცადა

01 ივლ 202212:48
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თელავის საკრებულოს წევრებმა, პარტიის წევრებმა და ოცნების პარტაქტივმა კახეთში პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მოქალაქეებს 3 ივლისის აქციის, "შინ ევროპისკენ" მნიშვნელობასა და სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე ესაუბრებოდნენ, რა დროსაც ადგილზე აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები გამოჩნდნენ.

ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს.

ქართულმა ოცნებამ პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიაში ხელის შესაშლელად პარტაქტივი გაააქტიურა.

რეგიონებში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს, უკვე მესამე დღეა, აგრესიული ჯგუფები ხვდებიან.

საინფორმაციო კამპანიის ჩასაშლელად მმართველმა პარტიამ გუშინ პარტაქტივი სტუდენტებსაც დაახვედრა.


close დახურვა