logo
ENG



ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

19 იან 202017:47
3 წუთის საკითხავი
 
7z05v32uj3hipkc.jpg

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც „ფორმულას“ ვახტანგ რობაქიძის ადვოკატმა როლანდ შონიამ განუცხადა, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება.

შონიას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება არის უკანონო და სასამართლო პროცესი პოლიტიზებულია.

„პოლიტიზებული იყო პროცესი. არ ვეთანხმებით გირაოს. მოსამართლის გადაწყვეტილება იყო უკანონო. ჩვენ ვითხოვდით მოსამართლის აცილებას, რომელიც ბრალდების მხარესთან შეთანხმებულად მოქმედებდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეურაცხყოფისთვის დეპუტატს ბოდიში მოუხადა, მაგრამ მას ძალადობა არ ჩაუდენია. რობაქიძე გირაოს გადახდას აპირებს, რადგან აქვს დახურული სივრცის შიში და დაკავების პერიოდში 12-ჯერ გამოიძახეს სასწრაფო“, - განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ბაკურიანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა. 

გამოძიება რობაქიძეს ორი მუხლით ედავებოდა. რობაქიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულიხმობს ხულიგნობას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილია ძალადობის მუქარით. ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ.



close დახურვა