logo
ENG



ოხანაშვილი: ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ვერავის განცხადებას საბჭოს ადაწყვეტილებაზე

22 იან 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭოს სხდომა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და როგორც ამბობენ, საბჭოს წევრებმა პროკურორობის მსურველთა განაცხადების შესწავლა უნდა დაიწყონ. სულ საბჭოს წევრებს 16 კანდიდატის დოკუმენტაციის შესწავლა მოუწევთ, ერთმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ.  

ანრი ოხანაშვილი მმართველი პარტიის მხრიდან პრობლემას ვერ ხედავს, მათ შორის არც საჯარო მხარდამჭერი განცხადებების მიმართულებით  და ამბობს, რომ პროცესი ობიექტურად მიმდინარეობს. 

"იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენელი, რომელიც ასევე საპროკურორო საბჭოს წევრია, დაესწრება პროცესს და მიიღებს მასში მონაწილეობას. თუნდაც იმისთვის, რომ რამე თუ არ მოეწონება, დააფიქსიროს და გაგაცნოთ თქვენ, არ შემოიფარგლონ მხოლოდ პოპულისტური განცხადებებით. ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ვერავის განცხადებას საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე მარტივი მიზეზის გამო - თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ოხანაშვილმა. 


close დახურვა