logo
ENG



ოხანაშვილი ელექტრონულ კომუნიკაციებზე: ცვლილებები ხორციელდება ეფექტიანი საქმიანობისთვის

17 ივლ 202013:00
3 წუთის საკითხავი
 

უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს კანონპროექტზე მუშაობისას კომიტეტმა კომუნიკაცია ყველა მხარესთან აწარმოა.

ოხანაშვილის თქმით, ცვლილებები ქვეყნის შესაბამისად ეფექტიანი საქმიანობის მიზნისთვის ხორციელდება.

კიმიტეტმა შეძლო და აწარმოა კომუნიკაცია ყველა მხარესთან. ბიზნესთან, დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, მათ შორის პოლიტიკურ საპარლამენტო ოპოზიციას მისცა შესაძლებლობა, რომ დაეფიქსირებინათ მათი მოსაზრებები. ეს არის კლასიკური მაგალითი საპარლამენტო მუშაობისა და საპარლამენტო დემოკრატიული ცხოვრების. დაახლოებულია პოზიციები შესაძლებელია გარკვეულ საკითხებში რჩება კვლავ განსხვავებული მიდგომა, მაგრამ პრინციპი, რა ცვლილებაც ხორციელდება არის სწორი ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და სწორი შესაბამისი მარეგულირებელი კომისიის ეფექტიანი საქმიანობის მიზნისთვის“,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საკანონმდებლო ორგანოში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს კენჭს მესამედ უყრიან. მმართველი გუნდის ოპონენტები პროცესში მონაწილეობის მიღებას არც დღეს აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში ორი წლის ვადით დანიშნოს სპეციალური მმართველები, რომლებიც ფართო უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილნი - მათ შორის, მათ შეუძლიათ დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გათავისუფლება.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

 

 

 


close დახურვა