logo
ENG



ოხანაშვილი ოპოზიციაზე: აღიარეს, რომ სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ

21 თებ 202121:54
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი ოპოზიციაზე: აღიარეს, რომ სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ

ქართული ოცნების წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ აღიარა, რომ სამართლებრივი სივრციდან იყო გასული. ასე ეხმაურება ის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომელიც ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს და ამ მიზნით 25 თებერვლის აქციის გადადებას აპირებს.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ "მათ სურვილი აქვთ, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ".

"თუმცა, თუ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ერთი მხრივ, ისინი რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ - ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედონ და ყველანაირ კანონის ჩარჩოს გავიდნენ, რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ენით ვუპასუხებთ", - თქვა ოხანაშვილმა.

მისივე განცხადებით, "რა თქმა უნდა, ქართული ოცნება მოლაპარაკებისთვის მზად არის".

ოპოზიციამ აქციის გადადების შესახებ დღეს, 21 თებერვალს განაცხადა


close დახურვა