logo
ENG



ოხანაშილი საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობაზე : ეს ტყუილია

24 აპრ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, ანრი ოხანაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნული ცვილილების შესახებ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.

მისი თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და სხვაგავარად განუმარტოს საზოგადოებას ეს კანონი. რაც შეეხება 6-წლიან პატიმრობას, მისი თქმით, ესააა სასჯელის მაქსიმალური საზღვარი და აღნიშნულს სასამართლო წყვეტს. 

"გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს საზოგადოების შეცომაში შეყვანა, თითქოს პარლამენტმა მიიღო ცვილებები და გაზარდა სანქცია დარღვევეზე 6-წლამდე, თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან. ეს ტყუილია და დეზინფორმაციია. მსურს განმავმრტო, რომ დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომლითაც გათვალისწინებულია უკევ დაწესებული პასუხისმგებლობა, რაც კარგადაა ყვეალსთვის ცნობილი. ეს დეკრეტი ძალაშია და არავითარი გამკაცრება არ მომხდარა. არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტი, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის აღკვეთას მაქსიმუმ 3 წლამდე, ისიც განმეორების შემთხვევაში. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რაც შეეხება არამარტო საგანგებო, არამედ საომარი რეჟიმის დარღვევას. ამისთვის გავითავლსიწინეთ პასუხისმგებლობა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს 6-წლიან პატიმრობას",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

 


close დახურვა