logo
ENG



ოხანაშვილი მსხილაძეს: თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, მოგიწევთ, პასუხი გასცეთ

27 მაი 202409:17
3 წუთის საკითხავი
 

"თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

"გასაგებია, თქვენი პოზიცია. ბატონო გიორგი, თქვენ თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ, თქვენი ამ არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ. თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ ამ დარბაზში გასცეთ პასუხი და ჩვენი საზოგადოება ნახავს, თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია, სხვისი დაწერილია თუ ვისი დაწერილიც არის და ჩვენი საზოგადოება არის უფლებამოსილი, იცოდეს ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად ლაპარაკობს. ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც არ არის საპატიებელი და ამაზე პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას", - მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ დეპუტატებს, ვეტო არ დაძლიონ.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.


close დახურვა