logo
ENG



ოჯახი ამბობს, რომ 22 წლის ქალს ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს

21 იან 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

22 წლის გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რუსთავში ოპერაციის შემდეგ ქალს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს. ოპერაცია მარდალეიშვილის კლინიკაში ჩატარდა. 

ახლობლები ამბობენ, რომ ოპერაციის შემდეგ ქალს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში კი პაციენტს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევებით მოხერხდა, რის შემდეგაც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ახალი ოპერაცია ჩაინიშნა.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ლოლაძემ ფორმულასთან თქვა, რომ სამი თვის წინ ქალს 9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 
ქალის მუცლის ღრუდან უცხო სხეული 20 იანვარს ამოიღეს. 

"მოხდა სამწუხარო ფაქტი, რომ მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში. პაციენტმა გაუვალობით სხვა კლინიკას მიმართა, სადაც დადგინდა ეს დიაგნოზი და შემდეგ გადმოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში საოპერაციოდ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს და იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ. [...] იმ მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა, 9-საათიანი, ეტყობა დაღლილი იყო ბრიგადა და... კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის გამართლება, ცუდია, რაც მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ", - აღნიშნა ლოლაძემ.

ქალის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ კლინიკისა და ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას არ აპირებენ.


close დახურვა