ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი, საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აჯამებს.
მაიკლ ო’ფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა. შეხვედრებისას მან კიდევ ერთხელ გააჟღერა მოწოდება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების შესახებ.
"კომისარმა გაითვალისწინა 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების და უცნობი ნიღბიანი პირების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის არარსებობას, საჯარო დემონსტრაციების დროს.
კომისარი, მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ყველა სამართალდამცავ თანამშრომელს მოსთხოვს თვალსაჩინო ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ არცერთი სამართალდამცავი ორგანო არ წარდგა პასუხისმგებლობის წინაშე 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისთვის.
შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ.
მან ხელისუფლების ყურადღება გაამახვილა 2020 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე სამართალდამცავ ორგანოებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ და მოუწოდებს მათ, რომ ეს სახელმძღვანელოები გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის.
გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების უფლებებზე მოქმედი სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებ კომისარი აღნიშნავს ამ კანონების კუმულატიურ გავლენას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ კიდევ უფრო შემზღუდავი ზომები მიიღო.
"ასევე, შეშფოთება გამოვთქვი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (GEOFARA), „გრანტების შესახებ“ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის გაზრდა შეიძლება ლეგიტიმური მიზანი იყოს, რიგი შეზღუდვები კონვენციის 10(2) და 11(2) მუხლების თანახმად კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს არ შეესაბამება. ხელისუფლებას მოვუწოდებ, GEOFARA-ს კანონი გააუქმოს და მნიშვნელოვნად გადახედოს ან გააუქმოს სხვა შემზღუდველი კანონები, რათა კონვენციასთან შესაბამისობა უზრუნველყოს. ასევე, აღვნიშნავ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვის საქმეში. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ათეულობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იყოს", - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.
კომისრის მიერ ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური შენიშვნები მომავალშიც იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია ანგარიშში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს 14 აპრილს ეწვია, პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. შემდეგ კომისარი ო’ფლაერტი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, შეხვდა. კომისარმა შეხვედრები "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძესა და თანასწორობის საკითხებში "ქართული ოცნების" სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს შეხვდა.
