logo
ENG



ო'ბრაიენი: ვესაუბრე ქართველ დეპუტატებს - გამოვხატე მკაცრი შეშფოთება კანონზე

01 მაი 202403:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/s2unzqz95npcbpg.jpeg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველ დეპუტატებთან მნიშვნელოვანი საუბარი გამართა.

მისი თქმით, საუბრისას მკაცრი შეშფოთება გამოთქვა "კრემლის მიერ შთაგონებულ კანონთან და მის ნეგატიურ მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით".

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის, გამოვხატე ჩვენი მკაცრი შეშფოთება კრემლის მიერ შთაგონებული "საგარეო გავლენის" კანონთან და მის ნეგატიურ მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის", - აცხადებს ჯეიმს ო'ბრაიენი. 


close დახურვა