დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის განსხვავებაზე საუბრობს.
მისი განცხადებით მოლეკულურ ტესტს საქართველოში იყენებს როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ინფექციური საავადმყოფო და ქუთაისის და ბათუმის ფილიალები.
მისივე განცხადებით, სწრაფ ტესტს ამ ტესტისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.
„არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ანუ ის, რასაც ლუგარის ლაბორატორია და არამარტო ლუგარის, არამედ ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოც, ჩვენი, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები, რამდენიმე დღეა ერთ-ერთი კერძო ლაბორატორიაც ჩაერთო თბილისში. ესენი ყველანი სარგებლობენ ამ PCR ტესტებით, რომელიც ოქროს სტანდარტია დიაგნოსტიკაში.
"კლასიკურ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხი. არსებობს დაჩქარებული პოლიმერალზე ჯაჭვური რეაქციის ტესტები, რომელიც იძლევა საშუალებას ტესტი სწრაფად გაკეთდეს და უკვე გამოჩნდა კონტრაქტორი კომპანია, რომლის წარმოების აპარატები გარკვეულ დახურულ სისტემაში მუშაობს და კარტრიჯებით არის. ეს მარტივია და არ საჭიროებს მაღალი კლასის სპეციალისტების ჩართულობას. ეს აპარატი საქართველოში 50-ია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.