პაკისტანში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ყველა დაღუპული პოლიციელია.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე პოლიციის მანქანას უნდა გაევლო.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველები ექიმებს მიაცილებდნენ, რომლებიც ერთ-ერთო სოფელში ვაქცინაციის ჩასატარებლად მიდიოდნენ.
დაჭრილები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში მოათავსეს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.