logo
ENG



პანდემიამ შიშის ზარი არ უნდა დასცეს მოსახლეობას - ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

12 მარ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ გუშინ აღებული ანალიზების შედეგები უკვე ცნობილია და არც ერთ ახალ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ადმიანის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და ათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. გარდა ამისა, მისი თქმით, მოქალაქეები, ვისაც ვირუსი არ დაუდასტურდათ ან კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადავლენ და განმარტა, რომ ეს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ენდელაძე ამბობს, რომ მთლიანობაში დაინფიცირებულ პაციენტთან ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის დაფიქსირდა მცირედი გაუმჯობესება იმ პაციენტთან, რომელიც იტალიიდან 1-ელ მარტს ჩამოვიდა. მან მოსახლეობას პანდემიის შინაარსის განუმარტა და აღნიშნა, რომ პანიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„გუშინ გაგზავნილი ყველა პაციენტის პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსით დაინფიცირება. ახალი პაციენტები ინფექციურში არ დამატებულა. აქვე უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა არავისი არ გაუარესებულა. სუნთქვის უკმარისობა გამოხატული არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას. დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანის ანალიზის აღება იგეგმება და პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი სტაბილურია. ჯერჯერობით 5 ადამიანის შემთხვევაშია დადასტურებული პნევმონია. ისინი სტაბილურად არიან. მეოთხე პაციენტის მდგომარეობაც არ გაუარესებულა, უფრო მეტიც არის მცირედი გაუმჯობესება. ვისაც არ დაუდასტურდა ვირუსი, ისინი მძიმედ არ არიან და გადაგვყავს განყოფილებაში, სადაც ინფიცირებულები არ არიან და იქ გავლენ სათანადო მკურნალობას. დანარჩენები ვისაც მსუბუქად არიან გადავლენ კარანტინში.

"დილით იყო პატარა პრობლემა პალატებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, პაციენტები ეწერებიან და შესაბამისად პალატების პრობლემა არ იქნება. პანდემიამ შიშის ზარი არ უნდა დასცეს მოსახლეობას. პანდემია ნიშნავს იმას, რომ წარმოიქმნა ახალი ვირუსი და იმუნიტეტის არ ქონის გამო, გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.


close დახურვა