კორონავირუსის პანდემიის გამო პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო.
ქვეყნის ახალი ლიდერი მოსახლეობას კვირას, 10 მაისს უნდა აერჩია. გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიცია არჩევნების ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის არც ერთ შეთავაზებას არ დათანხმდა.
არჩევნების ახალ სავარაუდო თარიღს პირველი სეიმის სპიკერი დაასახელებს. პოლონეთში კორონავირუსის 15 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 700-ს აღემატება.