პანდემიის დროს სამსახურის გარეშე საქართველოში 78 000 ადამიანი დარჩა, - ამ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.
ინფორმაცია სამინისტროს დასაქმებულების შესახებ 20 000-მდე დამსაქმებელმა მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ისინი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.