პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არაა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სხდომას ოპოზიცია ითხოვს.
"არ მგონია საგანგებო სხდომა საჭირო იყოს. ვაპირებ, შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგანაც მივიღო ინფორმაცია. ასე, რომ მთავარია დღეს სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება და მთავარია ომის შეჩერება. დღეს ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები", - ამბობს პაპუაშვილი.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.