მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა - შესაძლებლობა გვექნება, პროცესში მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იცით, რომ მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და შექმნა დროებითი კომისიის, რომელიც სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ. ვხედავთ მათ განცხადებებს, რომ ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკაა შესაცვლელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ, საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
