logo
ENG



პაპუაშვილი: ანტიკონსტიტუციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა არადემოკრატიული იქნება

08 ივნ 202613:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/npicbq3l765mvq1.png

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმ პარტიების მონაწილეობა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აიკრძალება, არადემოკრატიული იქნება.

პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილს არაკონსტიტუციური ჯგუფები უწოდა.

"პარტიები როდესაც ამოვარდნილი არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან და გადაქცეულნი არიან არასისტემურ ჯგუფებად, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესის წარმოება, რათა ყველაფერი იმ სამართლებრივ პოლიტიკურ სივრცეში მოექცეს, რომელიც ჩვენი კინსტიტუციითაა დადგენილი. ეს აურზაური სულ იქნება, მანამ  შევეგუებით, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუციის მტერი პარტიები. მთავარი, ვისაც ე.წ ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი ღალატობს, არის საქართველო. სამშობლოს როცა უღალატებ, მაშინ ერთმანეთის ღალატი თუ ერთმანეთთან ჩხუბი, დავიდარაბა მეჩვიდმეტეხარისხოვანია. „ნაცმოძრაობის“ ალიანსს მთავარი პრობლემა აქვს ის, რომ საკუთარ ქვეყანას ღალატობენ“...

თუკი არის სისხლის სამართლებირივი სამქე საწარმოებელი, იქ უნდა აწარმოო სისხლის სამართლის საქმე. თუ ვინმე დასაჭერია და დანაშაული აქვს ჩადენილი, ამას ჰქვია სამართლის უზანაესობა. 

ჩვენ ვაპირებთ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვის სურს სხვა პარტიებიდან მონაწილეების მიღება, ეს მათი გადასაწყვეტია. მეორე - ის პარტია, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი საკონსტუტუციო სასამართლოს მიერ, თქვენ ფოქრობთ რომ ანტიკოსნტიტუციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა [არჩევნებში]. ანუ დემოკრატია ასე წარმოგიდგენიათ, რომ კონსტიტუციის მტრები უნდა იღებდნან არჩვებენში მონაწილეობას?", - თქვა პაპუაშვილმა. 


close დახურვა