logo
ENG



პაპუაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აქვს თავისი ფორმატი

13 აპრ 202219:20
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აქვს თავისი ფორმატი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში წასვლისთვის ოპოზიციას დელეგაციის ფორმატი შესთავაზე, რომელიც მათ არ მოეწონათ. მისივე განცხადებით, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აქვს თავისი ფორმატი, მათ შორის როგორ უნდა ასახავდეს დელეგაცია პარლამენტის შემადგენლობას.

პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაზე შეთავაზება იყო, როგორც სხვა ვიზიტების დროს - სამი უმრავლესობიდან, სამი ოპოზიციიდან. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვიზიტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს მონაწილეობას.

"ზოგადადა რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დელეგაციებს, ის უნდა ასახავდეს პარლამენტის მოცემულობას, მათ შორის პროპორციას, რომელიც იქ არის, ამიტომ იცით, რომ როდესაც მაქვს ვიზიტები, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის არიან, მაგრამ ისინი ოპოზიციას კი არ წარმოადგენენ, არამედ არიან ოპოზიციური წევრები პარლამენტის, იქ საერთო წარმომადგენლობა არ ხორციელდება. აქაც ამ შემთხვევაში ის შეთავაზება იყო, რომ იყოს თანაბარი წარმომადგენლობა, იგივე რაოდენობა იყოს ოპოზიციიდან, რაც იქნებოდა უმრავლესობის მხრიდან. ამ პრინციპს თუ გავყვებოდით და ყველა ჯგუფი იქნებოდა, გამოდის 15-კაციანი დელეგაცია, უფრო მეტიც, ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ერთდღიანი ვიზიტი იქნება, დიდი ალბათობით, ლოჯისტიკურ სირთულეს ქმნის. მე საჭიროებასაც ვერ ვხედავ", - თქვა პაპუაშვილმა.

ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციის დელეგაცია ცალკე წავა, ხელისუფლების - ცალკე. დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო "გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა - ალოგიკური". 


close დახურვა