logo
ENG



პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს, პროცედურები რა დროში ჩატარდეს

03 ივნ 202213:50
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "მართლმსაჯულებას ვერავინ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს". ამით ის გამოეხმაურა ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად არ იყო დროული".

პაპუაშვილის მტკიცებით, თუ სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ მიზანშეწონილობით მიიღებდა, ეს იქნებოდა სასამართლოს პოლიტიზება.

"რაც შეეხება იმას, სათანადო დროს იყო ეს თუ არ იყო, აქ მგონი, ახსნაც კი ზედმეტია იმის, რომ რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებას ვერავინ ვერ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. მე მიკვირს ასეთი შეფასება, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით და იმის მიხედვით გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს და როდის გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ასე მოიქცეოდა, ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს პოლიტიზება. თუკი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობას, როდესაც არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო ამ პროცედურების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს"- ამბობს პაპუაშვილი.

გუშინ, 5 მაისს ქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება, შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გადავადებული ყოფილიყო და აღნიშნა, რომ მისი დაკავება არ იყო პოლიტიკურად დროული.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა