წინასწარ დადგმული სცენარი წინასწარვე შერჩეული გმირებით, ამ რეპორტაჟით გიჩვენებთ ვინ არიან, პრემიერმინისტრის მადიდებლები, რომლებსაც ღარიბაშვილის ქება უკვე დაუფასდათ. ზუსტად ერთი კვირის წინ კასპში ჯამში ალბათ 8 წუთი დაყო. ცენტრში მდგარი ფასადურად გარემონტებული შენობები და იმ დღისთვის შეღებილი ზებრა გადასასვლელები დაათვალიერა და წავიდა. ოცნების პარტაქტივით გარშემორტყმულ პრემიერთან რიგით მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ ჰქონიათ, შესაბამისად, ხმამაღლა ვერც პრობლემებზე ისაუბრეს. კასპის მსგავსად, დაახლოებით 10 წუთამდე გაგრძელდა ღარიბაშვილის ტურნე ხაშურშიც. წინასწარ გაწერილი მადლობები იქაც უხვად მიიღო, ერთი გამორჩეული მადლობაა - დაანონსებული საგანმანათლებლო პროექტებისთვის. შაბათის ფორმულა - პიარ სპექტაკლის კულისებიდან.