logo
ENG



პარლამენტთან ბანერი გააკრეს, რომელზეც კრემლია გამოსახული

05 თებ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქცია-პერფორმანს მართავენ. მათ პარლამენტის წინ დამონტაჟებულ მწვანე ღობესთან ბანერი გააკრეს, რომელზეც კრემლია გამსოახული. როგორც თავად სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ეს არის სიმბოლური გზავნილი და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსულ პოლიტიკას ატარებს. 

"ეს ბანერი არის "ოცნების" ბოლო წლის შეჯამება. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა დასავლურიდან რუსულ რელსებზე გადაეყვანა, რასაც ვხედავთ ყოველდღე. მათ შორის, უამრავი ადამიანის დაკავება, პოლიტიკური დევნა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ პუტინის გეგმა წარმატებით განხორციელდა და სწორედ ამას გამოხატავს ეს ბანერიც. დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა - პროპორციული არჩევნები სწორედ ამ რუსული პოლიტიკის პრევენციაა",-აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი. 


close დახურვა