logo
ENG



პარლამენტის თავჯდომარის თქმით ოპოზიციასთან კიდევ ერთი დიალოგი იგეგმება

06 მარ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

 

ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე  „ქართულმა ოცნებამ“ რიტორიკა შეცვალა. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან კიდევ ერთი დიალოგი იგეგმება, შეთავაზების საბოლოო ვარიანტს „ოცნება“  სწორედ ამ აუდიენციის დროს წარადგენს.  რა წერია „ოცნების“ მიერ დაწერილ პროექტში ჯერ უცნობია. „ფორმულას“ ინფორმაციით საკანონმდებლო ინიციატივაში 40 %-იანი ბარიერი მთავრობის დასაკომპლექტებლად გათვალისწინებულია, თუმცა  ამის პარალელურად  მისთვის სასურველი პროპორციები შეიმუშავა. ეს კი სავარაუდოდ ოლქების გადანაწილების „ოცნებისთვის“ სასურველ პრინციპს ეყრდნობა.

კახი კალაძის განცხადებით, მისთვისაც სულერთია რა სისტემით ჩატარდება, პარტიის გენერალური მდივანი დღეს ამბობს, რომ 130-20 ზე პროპორცია მისთვის მისაღებია.

„ოცნების“ დღევანდელი განცხადებები მოულოდნელი იყო ოპოზიციისთვის. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ „ოცნება“ უკან იხევს და ეს განცხადებებიც ამის ნიშანია.

იმ შემთხვევავში თუ „ქართული ოცნება“ პროექტს საკანონმდებლო ორგანში დაარეგისტრირებს მას „ქართული ოცნებიდან“ წასულების მხარდაჭერაც დაჭირდება. დეპუტატები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუ  საკონსტიტუციო პროექტი საერთო კონსესუის შედეგი არ იქნება ხმას არ მისცემენ.

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უახლოეს 2 დღეში უნდა გაიმართოს. ამ აუდიენციის დროს გაირკვევა შედგება თუ არა შეთანხმება, ოპოზიცია უმრავლესობის შორის და რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები.

 


close დახურვა