logo
ENG



პარლამენტის წინ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

28 ნოე 202423:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 

ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს წინ ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. დაძაბული ვითარებაა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. პერიოდულად ვითარება იძაბება. 

რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ამ ბრძოლაში ხალხთან ერთად იქნებოდა.

ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ, უარი თქვას 2028 წლამდე მოლაპარაკებები გახსნას ევროკავშირთან, პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციასთან საგანგებო შეხვედრა გამართა.


close დახურვა