დღეს პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობას იწყებს.
ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები შესაძლოა შემცირდეს. კანონპროექტის დამტკიცების შემთვევაში უქმდება უმრავლესობის, უმცირესობისა და დროებითი კომისიის აპარატები. ასევე შემცირდება თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობაც.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ცვლილებები ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების წარმართვას ხელს შეუშლის.
"რეგლამენტში არის ისეთი ცვლილებები, რომლებიც ამცირებს კომიტეტებს, იგივე ვიცე-სპიკერს, მაგრამა არის მეორე პოლიტიკური ნაწილი,რომელიც პარტიების როლს აკნინებს საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ფრაქციის შესაქმნელად საკმარისია 6 დეპუტატი, მომავალში 7 იქნება საჭირო", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.