logo
ENG



პარლამენტში ენმ-ის ფრაქცია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება

07 ივნ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტში ენმ-ის ფრაქცია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქცია 32 დეპუტატისგან შედგება. თავმჯდომარის მოადგილეები კი ლევან ბეჟაშვილი, ნატო ჩხეიძე და გიორგი ბოტკოველი იქნებიან.

მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე სამი ოპოზიციური ფრაქციაა, მათ შორის - ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის, რომელშიც ლელოს წევრების გარდა, სამი დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე გაწევრიანდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ფრაქციას - შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს, მასში შვიდი დეპუტატი ერთიანდება: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე.

 


close დახურვა