logo
ENG



პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

14 აპრ 202217:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში პლენარულ სხდომათა დარბაზში, ტექნიკური შესვენების დროს, ქართული ოცნების დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ქართული ოცნების წევრი დაინტერესდა, რატომ არ მიდიოდა ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ხატია დეკანოიძემ ყაველაშვილს მიმართა, მასთან საუბრისას ტონი შეერჩია.

 


close დახურვა