logo
ENG



პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმს არ წყვეტს

04 მარ 202007:54
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მოუსმენენ. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ისინი ყოველწლიურ მოხსენებას არ დაესწრებიან, რადგან ზურაბიშვილს ივანიშვილის ხელით დასმულ პრეზიდენტად თვლიან. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს დარბაზში მხოლოდ თავისი მხარდამჭერი პარტიის - "ქართული ოცნების" დეპუტატები დახვდებიან.

"დღეს პრეზიდენტი მიდის პარლამენტში და იმის გათვალისწინებით ზოგადად როგორი პრეზიდენტიც გვყავს, ეს მოვლენა მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია. ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტია. შესაბამისად მასთან არ გვაქვს არანაირი შეკითხვა",-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. მათ შორის, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და გამოწვევებს.

"ალბათ ძირითადი აქცენტები დაისმება ერის ერთიანობაზე, მშვიდობაზე და დემოკრატიის პროცესების გამყარებაზე. შეიძლება არჩევნებსაც შეეხოს, ასევე ისაუბროს კორონავირუსზე",-განმარტა ალექსანდრე ქანთარიამ. 


close დახურვა