logo
ENG



პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს

21 ოქტ 201920:48
3 წუთის საკითხავი
 
fm62fq4wo9r0fqg.png

პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთი ციხელაშვილს უსმენდნენ. განხილვის მთავარი თემა უკანონო ბორდერიზაცია და სახელმწიფოს პოზიცია იყო.

განხილვა პოლიტიკური დაპირისპირებით დაიწყო - ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, სხდომა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. „ევროპული საქართველო" ითხოვდა, რომ  მედიისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო სხდომის ის ნაწილი, სადაც ატოცში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ. ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მცოცავი ოკუპაციის მიმართ არც პოზიცია გააჩნია და არც საკითხზე საერთაშორისო ყურადღების კონსოლიდაციის პოლიტიკური ნება.

„სხდომის დახურვის მიზეზი, მე მგონია, რომ ცხადი იყო. ამ თემაზე მთავრობას სათქმელი, როგორც ჩანს, არ აქვს. ვერაფრით ვერ ხსნის მთავრობა, რატომ პასიურობს ასე ჯიუტად“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი კანდელაკმა.

სახელმწიფო მინისტრს დეპუტატები დახურულ კარს მიღმა 4 საათს უსმენდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის დეპუტატებს დეტალური კომენტარები არ გაუკეთებიათ.  


close დახურვა