logo
ENG



პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

21 ოქტ 201917:11
3 წუთის საკითხავი
 
0qwd6oav6ahml77.png

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.

ლევან მიქაბერიძეს კითხვები დაუსვეს რგოროც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე. მას, ასევე, ჰკითხეს, არსებობს თუ არა სასამართლოში ე.წ. კლანი, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთ კლანს ის ვერ ხედავს. 

ლევან მიქაბერიძე 2016-19 წლებში თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლე იყო. 2019 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ის პროფესიით სამართალმცოდნე და მეტეოროლოგ-კლიმატოლოგია.


close დახურვა