logo
ENG



ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევა

20 ოქტ 202615:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/20/6sdigdo9vnxytx4.png

ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი დავით ფეიქრიშვილის ცემასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ არ შეიძლება ციხეში შევიდეს ე.წ კანონიერი ქურდი და საკანში დაიწყოს გაჩევა. 

"რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სად ვართ. როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა ციხის საკანში. ძალიან ცუდი დადგმული სპექტაკლია, არავის სჯერა, რომ ხელის წამორტყმაზე სამ კანონიერ ქურდს ციხეში გადაიყვანენ... აღარ ვართ ქვეყანა? ვის მივმართო ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეს? ჩემი შვილების სიცოცხლეს თქვენც გადაყვებით. რატომ მიკლავთ შვილებს?", - თქვა ნინო აბრამიშვილმა.

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა ფორმულასთან დაადასტურა დედის ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის შესახებ, რომელსაც ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება. 

მანამდე, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს.

რაც შეეხება ფეიქრიშვილის დედის მოთხოვნას  შვილის ნახვის თაობაზე, პენიტენციურში განმარტავდნენ, რომ დავით ფეიქრიშვილს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრების უფლება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდული აქვს.

 


close დახურვა