logo
ENG



პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

06 დეკ 202410:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/hzi3qvc70tw693q.jpeg

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ონლაინმედიას პარლამენტში შესვლა შეძღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა. 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან, მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის, კომიტეტისა და პლენარულ სხდომებზე, მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები დაიშვებიან.

"შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა