logo
ENG



პარლამენტში ქიმიური წმენდა მიმდინარეობს

13 დეკ 201920:53
3 წუთის საკითხავი
 
ibjsx4aofhlwvez.jpg

პარლამენტში ქიმიური წმენდა მიმდინარეობს. ამის საჭიროება გუშინ პლენარულ სესიაზე განვითარებულმა ინციდენტმა განაპირობა. "ქართულმა ოცნებამ" გაურკვეველი ნივთიერების გავრცელებაში საპარლამენტო უმცირესობის ორი დეპუტატი დაადანაშაულა და მეტიც მომხდარს „ქიმიური შეტევა“ უწოდა, დაიწყო გამოძიება.

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო, ამის შესახებ მოძრაობა თავის განცხადებაში წერს.

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ იმ ნივთიერების ფოტოს ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში დაღვარეს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხსნარი უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

 


close დახურვა