Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება - 37%
- ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21%
- საქართველოსთვის - 9%
- ლელო - 5%
- გირჩი/დროა - 4%
- ლეიბორისტული პარტია - 4%
- ხალხისთვის - 4%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
- ალტ-ინფო - 3%
- ხალხის ძალა - 3%
- მოქალაქეები - 3%
- პატრიოტთა ალიანსი - 2%
- ევროპული საქართველო - 1%
- სხვა - 1%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.