შესაძლოა თუ არა, რომ მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი აცრამდე გადატანილი ჰქონოდა? ყოველი შემთხვევისთვის, ამ ვერსიის გამოსარიცხად კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. რა გახდა მედდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი - პასუხს კითხვაზე ელოდება ოჯახი. დაკითხულნი არიან ახალციხის კლინიკის თანამშრომლები, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ ჩანს, ოჯახი გამოძიების გაჭიანურების მცდელობაზე ალაპარაკდა.
პასუხგაუცემელი კითხვები მედდის გარდაცვალების საქმეზე
24 მარ 202120:42
3 წუთის საკითხავი