ბუნდოვანი ვითარება ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში. რატომ გადაიყვანეს ათობით პატიმარი თბილისის საავადმყოფოში? არსებობს ორი ცნობა - მოწამვლა ან ვირუსი. ვირუსის შესახებ ეჭვებს აძლიერებს ის, რომ ციხის ტერიტორიაზე პერსონალი სამედიცინო ნიღბით გადაადგილდება. ვარაუდობენ, რომ გადაყვანილი მსჯავრდებულების გარდა, დაწესებულებაში სიმპტომებით რჩებიან სხვა, ნაკლებად მძიმე პაციენტები. ციხის ადმინისტრაცია დუმს.
პატიმრები ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს
14 აგვ 202420:24
3 წუთის საკითხავი