logo
ENG



პატიმრის დედა აცხადებს, რომ გლდანის ციხეში მისი შვილი და კიდევ 3 ადამიანი დაჭრეს

22 სექ 202014:47
3 წუთის საკითხავი
clock 2245

ერთ-ერთი პატიმრის დედის, მაია დიღმელაშვილის ინფორმაციით, გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარია დაჭრილი.

როგორც დიღმელაშვილმა ფორმულას განუცხადა, მას ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ:

"პატიმარმა დარეკა და მითხრა, ხელები გვაქვს დაჭრილიო, 3 თუ 4 პატიმარს. მითხრეს, რომ ეს ციხის უფროსის, ქინქლაძის პირდაპირი დავალებაა", - განაცხადა მაია დიღმელაშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის დაზიანებებზეა საუბარი. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი კობა კობახიძე შევიდა.

განახლება: სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამმა მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა.


close დახურვა