logo
ENG



პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ექვემდებარება ერიც და ბერიც - მიტროპოლიტი გერასიმე

13 აპრ 202016:41
3 წუთის საკითხავი
 
vdar5mmurc2awbc.png

პატრიარქის განცხადებას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე გამოეხმაურა.

რაც შეეხება, კომენდანტის საათის პარალელურად სააღდგომო მსახურებას, მეუფის განმარტებით, პატრიარქი ფიქრობს ერზეც, ბერზეც და აღდგომაზე. საღმრთო ლიტურგია პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით ჩატარდება.

"პატრიარქი მოუწოდებს მთელ საქართველოს რომ შესრულდეს ღვთისმსახურება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ექვემდებარება ერიც და ბერიც. პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ვითვალისწინებთ და ის ფიქრობს, ერზეც, ბერზეც და აღდგომა ჩატარდება ისე, როგორც იქნება ამაზე პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. პატრიარქს უნდა ვუსმინოთ არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ სულ. ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და დაცული", - განაცხადა სასულიერო პირმა. 


close დახურვა