logo
ENG



პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

19 ივლ 202415:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/19/n56j9zlakopti1y.png

ყაზბეგის გამზირზე პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ფორმულას უწყებაში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დილით მოხდა.

როგორც ცნობილია, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა, რომელიც მომხდარის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა.


close დახურვა