logo
ENG



პაციენტების საგანგებო მიღება რესპუბლიკურში დაწყებულია - თავართქილაძე

20 მარ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი თეა თავართქილაძე აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტების საგანგებო მიღება უკვე დაწყებულია.

ამით თავართქილაძე ჯანდაცვის მინისტრია ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ პაციენტების გადანწილება სწორედ მათთან ხდება.

"ეს დღესაც ასე ხდება. სასწრაფო დახმარებას ჩვენთან მოჰყას პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეპიდანამნეზი ან მოგზაურობის ან ვირუსთან სავარაუდო შემხებლობის. ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან.  ჩვენთან ხდება მათი შეფასება და რისკფაქტორებიდან გამომდინარე, ისინი გადადიან ან საკარანტინო ზონებში ან თვითიზოლაციაში მიდიან, ან რჩებიან კლინიკაში", - განაცხადა თავართქილაძემ.

 


close დახურვა