დღეს დილით "აიპლუსის" პეკინის ფილიალი კიდევ ერთხელ გაქურდეს. ფაქტი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. წაღებულია დაახლოებით 15 000 ლარის ღირებულების პროდუქცია.
როგორც „ფორმულას“ მაღაზიის მენეჯერმა ირაკლი ჭანკვეტაძემ განუცხადა, დამნაშავეებმა ოთხი ტელეფონი წაიღეს.
„დაახლოებით ღამის ოთხ საათზე მოხდა ძარცვა. შემოვიდნენ, 4 ტელეფონი გაიტანეს, დაახლოებით 15 000 ლარის ოდენობით. დაცვის სამსახურმა გაგვაგებინა ამის შესახებ. პოლიცია იყო მოსული და მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი ჭანკვეტაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.