პეკინის გამზირზე, იმ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი იყო, ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი ზედა სართულებზე გავრცელდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.