logo
ENG



პენიტენციური: საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი იმკურნალებს ციხის გარეთაც, საქართველოში

08 მაი 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამსახურის ცნობით პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ ჩაუტარდა.

განცხადების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და შესაბამის მკურნალობას მიიღებს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთაც, თუმცა  საქართველოს ფარგლებში.

„მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან”,  - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა