logo
ENG



პენტაგონის თქმით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსეთისთვის იყო მოულოდნელი

14 სექ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/uut0g6dgxdep1ty.jpg

პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსეთისთვის იყო მოულოდნელი.

"რა თქმა უნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა აჩვენეს შესანიშნავი ადაპტაციის უნარი და თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების უნარი.

ასე რომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე სწრაფად წავიდნენ წინ," - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სექტემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 8000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.


close დახურვა