პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, რუსების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სავარაუდო აღების შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ.
"რაც შეეხება სოლედარს, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიური და მძიმე ბრძოლების დაკვირვებას სოლედარისა და ბახმუტის ირგვლივ, რაც, რა თქმა უნდა, შედარებით ახლოსაა. რუსული ჯარების მიერ სოლედარის აღების შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ ოპერაციებს სოლედარის გარშემო და აგრძელებენ ბრძოლას. ამავდროულად, ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინას უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში, ბახმუტთან და სოლედართან 20 000-მდე ოკუპანტი დაკარგეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ზარალს არ ითვალისწინებენ და თითქმის მთელი საბრძოლო ჯგუფის კონცენტრირება სოლედარის რეგიონში მოახდინეს.