აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის, სელესტ ვოლანდერის განცხადებით, რუსეთმა უკრანაში ტანკების ნახევარი დაკარგა, რის შედეგადაც მისი შესაძლობლობები გაუარესდა.
"უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთმა თავისი ტანკების დაახლოებით ნახევარი დაკარგა, რის შედეგადაც აგრესორი ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობები საგრძნობლად გაუარესდა", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.
ვოლანდერის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება აგრესორის სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაზე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვაო პოტენციალი საუკეთესო მდგომარეობაშია და გარკვეული ხარვეზები, მათ შორის დრონების მიწოდება, ირანის ხარჯზე ივსება.
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, ბოლო კვირებში რუსმა ოკუპანტებმა განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადეს დონეცკის ოლქის ბახმუტისა და ვუჰლედარის მიდამოებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 136 880 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.