logo
ENG



პენტაგონი: რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

29 აპრ 202209:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/1pr9r4kspo2zd8w.jpg

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის 63 დღის განმავლობაში, უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

“რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. რეკეტების უმეტესობა, კვლავ მარიუპოლში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, დონბასში მიდის“, - თქვა მან.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თითქმის ყველა საჰაერო დარტყმა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.

“მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთისვე აეროდრომზე ბრუნდება. იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაშიც - გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

Reuters-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების თითქმის 60% წარუმატებელი იყო.


close დახურვა