logo
ENG



პენტაგონი აცხადებს, რომ ავღანეთში მათი თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავარიას უკავშირდება

28 იან 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ ავღანეთში კატასტროფა მისმა ერთ-ერთმა სამხედრო თვითმფრინავმა განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, პენტაგონში არ ადასტურებენ, რომ ლაინერი ჩამოაგდეს, თუმცა ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას თალიბები იღებენ. ბორტზე 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

თავდაპირველად ავღანეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ თვითმფრინავი სახელმწიფო ავიაკომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა ეს ინფორმაცია კომპანიამ მალევე უარყო. 


close დახურვა