პენტაგონმა, ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებული ოპერაციის ამსახლევლ კადრებში, რომლის დროსაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა, ჩანს, რომ სახმელეთო ოპერაციას წინ ავიაიერიში უძღოდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს" ექვსი წევრი იყო ლიკვიდირებული. პენტაგონში ასევე დააზუსტეს, რომ ალ-ბაღდადის მიერ ე.წ. "შაჰიდის ქამრის" აფეთქებას, მისი 2 შვილი ემსხვერპლა. ბავშვები მან საიდუმლო გვირაბში გაქცევის მცდელობის დროს ჩაიყვანა. უწყება ადასტურებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ კანონის შესაბამისად, ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაში დაკრძალეს.