logo
ENG



პესკოვის თქმით, კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე "ანტირაკეტა" ჩამოვარდა

09 ივლ 202412:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/ffioaw0gnn2yn1v.jpg

კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს შემთხვევაში ანტირაკეტის ჩამოვარდნაზეა საუბარი. პესკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იმოქმედონ, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს გამორიცხავს.

"და რომელშიც მითითებული, რომ ანტირაკეტის ჩამოვარდნაზეა საუბარი", - თქვა პესკოვმა.

8 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. იერიშის ქვეშ მოყვა კიევი, დნიპრო, კრივოი როგი, პოკროვსკი, სლავიანსკი და კრამატორსკი. კიევში რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა.

მასობრივი დაბომბვის შედეგად უკრაინაში 40-მდე ადამიანის დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია. 170-მა ადამიანმა, მათ შორის 13-მა ბავშვმა დაზიანებები მიიღო.

საერთო ჯამში დაზიანდა 100-მდე ობიექტი - ბავშვთა საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სამშობიარო, კოლეჯი, ბიზნესცენტრი.

მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, 2024 წელს ეს რუსეთის ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.

რუსეთის იერიში დაგმეს გაეროში. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ეკვადორის, სლოვენიისა და აშშ-ის მოთხოვნით, აღნიშნულ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.


close დახურვა